კირცხალია – პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება

“დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” სარჩელის საფუძველზე, საბოტაჟის მცდელობისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების კუთხით დაიწყო.

“კიდევ ერთხელ დავუბრუნდები USAID-ის თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ განყენებული ქვეყანა არ ვართ, ჩვენ ვართ მსოფლიოს – ამ დიდი ორგანიზმის ნაწილი, სადაც ეს ორგანიზაცია და მისი დონორი ორგანიზაციები მოქმედებდნენ და მუშაობდნენ, ხოლო როგორ მოქმედებდნენ და როგორ მუშაობდნენ, ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო წლებისა და თვეების მანძილზე, სრულიად მოეფინა ნათელი და ყველამ დაინახა, თუ რეალურად, რა ძალებს წარმოადგენდნენ და ეს დესტრუქციული ძალა – ეს უსამშობლოთა გაერთიანება რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული და დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება,” – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები