შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა თანამშრომლებს 112-ის დღე მიულოცა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა თანამშრომლებს 112-ის დღე მიულოცა და რამდენიმე მათგანი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა”, – ამის შესახებ ინფორმაცია “112 საქართველოს” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„112“-ის დღესთან დაკავშირებით, გიორგი არსოშვილმა თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ,,112”-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს.

11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

„112“-ის დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები