თამარ ჩერგოლეიშვილი: ზურა ჯაფარიძე არის შეუგნებელი, ამორალური, მხდალი ბრიყვი
,,მეგობრებო, ზურა ჯაფარიძე არის შეუგნებელი, ამორალური, მხდალი ბრიყვი”,- ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ეს არის სამწუხარო სიმართლე და რაც მალე გაიაზრებთ, მით მალე დაივიწყებთ.
გუშინ პოსტი დაუწერია – „ომის შიში ამორალური გადაწყვეტილების მორალური გამართლებააო“.
ცხადია, ომის შიში ჩემთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამართლებაა.
და მერე?
ეგაა პოლიტიკა!
პოლიტიკოსის საქმეც ეგაა, რომ არ მისცეს მოწინააღმდეგეს იმის შესაძლებლობა, რომ სტატუს კვოსადმი ბუნებრივად მიკერძოებულმა ამომრჩეველმა, არასწორი გადაწყვეტილების მორალური გამართლება მონახოს.
ათასობით ქართველი ქალი და ბავშვია გაუპატიურებული აფხაზეთში 1992-1993 წლებში!
როცა ეს ისტორია გვაქვს, ამორალური ბრიყვის გარდა, ვინ მისცემს შესაძლებლობას რეჟიმს დასავლეთისგან იზოლაციას და რუსეთთან პირისპირ დარჩენას მორალური გამართლება უპოვოს?!
რუსებმა ჩაიდინეს ქართველების გენოციდი და გააუპატიურეს ათასობით ქალი და ბავშვი, როდესაც ეს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის წინაშე პირისპირ იყო დარჩენილი 1992-1993 წლებში!
ჩვენ რომ იმაზე გვესაუბრა, რას ნიშნავს რუსეთის პირისპირ, დასავლეთის გარეშე, მარტოდ დარჩენა, ეს მორალური გამართლება აღარ იარსებებდა, ძირი გამოეცლებოდა!
ვერანაირ მორალურ გამართლებას ვერ უპოვი გაუპატიურებულ 9 წლის გოგონებს!!!
ზურა ჯაფარიძის პატრონების ჯიბის ტელემედია არ გვაშუქებდა, მაგრამ ჩვენ ეს კამპანია საქართველოში ვატარეთ – ისეთ რეგიონებშიც გვქონდა, სადაც რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურია ხალხი მათი ეკონომიკური საქმიანობის გამო – ფუჭდებიან რომ უსმენენ ვენერა მეშველიანს, ნუცა გიობრელიძეს, ლიანა მიქაიას…
მე კი არა!
გიგას კი არა!
ვენერას, ლიანას, ნუცას… და ათობით მსხვერპლს, რომელიც რუსეთთან პირისპირ მარტო ყოფნის კოშმარს იხსენებს.
მარტივი პასუხი არ არსებობსო, სხვა ბრიყვები მხარს უბამენ!!!
მარტივი არის გარგარის ჭამა!!!
მაგრამ არც ძალიან რთულია მოყვე ამბავი!
ამბებს იმახსოვრებს ხალხი!
და დიახ, ჩვენ არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში უნდა მოგვეყოლა ამბავი.
ბევრი ამბავი, 300 ათასი ქართველის ამბავი, რომელიც დასავლეთის გარეშე, რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდა.
ეს ვერ იქნებოდა ლოზუნგი.
ეს უნდა ყოფილიყო ამბავი!
ისეთივე ამბავი როგორიც ჰოლოკოსტია!
დღეს ამ ამბავს არტისტებში მოვყვებით – ეთერი ჭკადუა უკეთებს ორგანიზებას ფილმის ჩვენებას ამარკორდში”,- წერს ჩერგოლეიშვილი.