“მეც არ ვიფიქრე, ასე რატომ შეუხმატკბილდნენ ერთმანეთს უილსონი, ხაზარაძე და შალიკო! ისიც ვაჭარი ყოფილა, ყიდის ყველაფერს – ბილეთებს, დროშებს, აშშ-ის კონგრესმენის ღირსებას, პოლიტიკურ გავლენას, ჰელსინკის იდეალებს!” – ხაინდრავა
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.
„მეც არ ვიფიქრე, ასე რატომ შეუხმატკბილდნენ ერთმანეთს უილსონი ხაზარაძე და შალიკო! ისიც ვაჭარი ყოფილა, ყიდის ყველაფერს, ბილეთებს, დროშებს, აშშ-ის კონგრესმენის ღირსებას, პოლიტიკურ გავლენას, ჰელსინკის იდეალებს! ყველაზე სარგებლიანად ქვეყნის ინტერესებს! ფერი ფერსა…“ – წერს გოგა ხაინდრავა.