გია აბაშიძე – კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე, თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება
ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
მისივე თქმით, ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს – თუ “ქართული ოცნება” არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას.
„ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.
კარგად გვახსოვს, როცა ბრიუსელიდან და ევრობლოკის დედაქალაქების მათმა სატელიტმა ჩინოსნებმა აბუჩად რომ აიგდეს ეუთო/ოდირის ობიექტური და პოზიტიური დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. დღეს კი, საქართველოს მმართველ პარტიას თავად მოუწოდებენ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ მიიღოს.
ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს – თუ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას?
ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა არასოდეს დაემორჩილება ევროპის უსინდისო ცალკეული პოლიტიკური აქტორების ინსტრუქციებს. დროა შეეშვან შანტაჟის ენით საუბარს და პატიოსანი, სამართლიანი თამაშის წესებით ითანამშრომლონ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან, ორმხრივად უკეთესია სამომავლოდ“, – წერს გია აბაშიძე.