ყაზახეთი საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს ზრდის

ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოში აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდით და ორმხრივი თანამშრომლობით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან“, – განაცხადა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კაზინფორმთან” მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი გეგმავს საქართველოში საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი და ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.

„2024 წელს საქართველოში ყაზახური აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 71 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა ორ ქვეყანას შორის, მათ შორის, დაიწყო ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა, რომელიც ხელს შეუწყობს ხორცპროდუქტების საქართველოში ექსპორტს“, – განაცხადა აიდარბეკ საფაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები