თამარ ჩიბურდანიძე: დიდი განკითხვის დღეა დასავლეთში, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლიბერალიზმის “ბაბილონის გოდოლის” მსხვრევა, ამ პატარა საქართველოდან დაიწყო
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში დაწყებული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც თავდაპირველად გარკვეულწილად მოიცავდა ღირებულებით სისტემას, დროთა განმავლობაში სადამსჯელო იარაღად იქცა, განსაკუთრებით მცირე ერებისთვის”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მისივე სამშობლოდან დაიწყო და იმედია, ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დასავლეთის „ბაბილონის გოდოლის” მსხვრევა საქართველოდან დაიწყო, რომელიც ლიბერალებს განადგურებისთვის ჰყავდათ განწირული.
“ნამდვილად მეორედ მოსვლაა ლიბერალიზმის ორსაუკუნოვან ისტორიაში. დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში დაწყებული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც თავდაპირველად გარკვეულწილად მოიცავდა ღირებულებით სისტემას, დროთა განმავლობაში სადამსჯელო იარაღად იქცა, განსაკუთრებით მცირე ერებისთვის. დღეს კი, თავად დასავლეთში დიდი განკითხვის დღეა.
რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დასავლეთის “ბაბილონის გოდოლის” მსხვრევა საქართველოდან, ამ პატარა ქვეყნიდან დაიწყო, რომელიც სხვა მცირე ერებთან ერთად, განადგურებისთვის იყო განწირული. დღეს, თავად ამ მიმდინარეობის სამშობლოში, დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა მის წინააღმდეგ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივა.
თუკი შეიძლება ითქვას პოლიტიკაში – “ახლა ჩვენი დროა”. დასავლურ-ქართული ლიბერალიზმის ისტორია “სემირამიდას დაკიდულ ბაღებში” ტკბობიდან, ახალი “ბაბილონის გოდოლის” მსხვრევამდე მივიდა. განრისხებული უფალი ურელიგიო “ზიკურათების ბრბოს არეულობასაც” ასრულებს,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.