ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ იქნება უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, ვისთანაც ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავს.

“ჩვენ განვიხილავთ ჰამასზე გამარჯვებას, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლებას და ირანის ტერორის ღერძს, მის ყველა კომპონენტში”,-  განაცხადა ვაშინგტონში გამგზავრების წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთობლივი თანამშრომლობით მათ შეუძლიათ გააძლიერონ უსაფრთხოება, გააფართოონ მშვიდობის წრე და მიაღწიონ მშვიდობის ღირსშესანიშნავ ეპოქას ძლიერების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები