საბერძნეთში, კუნძულ სანტორინზე სეისმური აქტივობის გამო სკოლები დაიხურა
საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს.
უსაფრთხოების ზომები ასევე შემოიღეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე ახლომდებარე კუნძულზეც, რადგან ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ რეგიონში 200-ზე მეტი წყალქვეშა მიწისძვრა დაფიქსირდა.
„ეს ზომები არის პრევენციული და ხელისუფლება იქნება ფხიზლად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა.
კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ურჩიეს, თავი აარიდონ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრას, ხოლო პოტენციური მიწისძვრისგან ზიანის შესამცირებლად სასტუმროებს აუზების დაცლა მოსთხოვეს.
სეისმოლოგების ნაწილი ამბობს, რომ მიწისძვრების ამჟამინდელი სერია, შესაძლოა, უფრო მასშტაბური სტიქიის მოახლოების მაჩვენებელი იყოს.