ანჯეი დუდა: თუ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგება, პოლონეთი ჩართული უნდა იყოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალში გასამართ მოლაპარაკებებში,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
დუდას თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთისა და უკრაინის გარდა სხვა სახელმწიფოებსაც მიიწვევს, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა, ეს ქვეყანა პოლონეთი იყოს.
„თუ აღორძინებულ რუსულ იმპერიალიზმს შევხედავთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლონეთის და უკრაინის ინტერესები თანხვედრაშია“, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.