რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განეიტრალდა, ნამსხვრევებმა  ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რაც სწრაფად ლოკალიზდა.

ამასთან, როგორც ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები