USAID-ის ვებგვერდი და X-ის ანგარიში გაითიშა

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ს ვებგვერდის შემდეგ, ანგარიში სოციალურ ქსელ X-შიც გაეთიშა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა.

Reuters-ის ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები