პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 64-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები