მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ნებისმიერი გზით და მეთოდით

“ყველაფერი დევს ხელისგულზე. იმდენად აშკარაა ფაქტები, რომელიც გამოძიების წიაღშია, ალბათ ზედმეტი კითხვა ობიექტურ შემფასებელს არ უნდა გაუჩნდეს. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შემფასებლებზე და არა რადიკალ ოპოზიციაზე, ვისი დღის წესრიგიც არის დაცლილი ყოველგვარი საფუძვლიანი, არგუმენტირებული მსჯელობისგან”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა, რითაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა.

„მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ნებისმიერი გზით და მეთოდით. მათ არ აინტერესებთ ფაქტები, მათ არ აინტერესებთ უცხოელი ექსპერტების შეფასებები. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ პროკურატურა ამ შუალედურ დასკვნაში დიდწილად სწორედ უცხოელ ექსპერტთა შესაბამის დასკვნებს დაეყრდნო და შავით თეთრზე ცალსახად იქნა წარმოდგენილი ისეთი უტყუარი ფაქტები და გარემოებები, რომლის შეფასებაც და ანალიზის გაკეთებაც არის უმარტივესი თუ კი სურვილი გაქვს, რომ სიმართლე დაინახო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები