გია ვოლსკი გახარიასა და სამხარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე – ყველამ დაინახა – ამან ხელი დაარტყა, იმან უპასუხა, ამაზე მეტი ბერდია სიჭინავას რა უნდა
“სცენარია გაწერილი, ამ სცენარის აღმსრულებლები არიან ადამიანები, რომლებიც შეჯახებით, მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, პროვოკაციას აწყობენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბათუმში დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, მხოლოდ ერთი მხარის მისამართით გამოთქვამენ პრეტენზიებს, მეორე მხარის მიმართ კი არა.
“ყველამ დაინახა – ამან ხელი დაარტყა, იმან უპასუხა, ამაზე მეტი ბერდია სიჭინავას რა უნდა. ყველა ჩანაწერი ამოღებულია და ნაჩვენებია. პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა.
სცენარია გაწერილი, ამ სცენარის აღმსრულებლები არიან ადამიანები, რომლებიც შეჯახებით, მუშტი-კრივით, დაპირისპირებით პროვოკაციას აწყობენ. მხოლოდ ცალ მხარეს აქვს პრეტენზიები, გამოყვანილი ჰყავთ, როგორც აგრესორი. ინფორმაცია რომ გაავრცელონ, მათ შორის, საერთაშორისო პლატფორმებზე. ყველას მოვუწოდებ, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.