მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი „შაჰიდების ხეივანში”.