გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული

“ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“წარმოუდგენელი ბრალდებები იყო, რომ ვიღაც ქალი ვიღაცას უცინოდა ან დვაბზუში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვიღაც კაცი გადაკოცნა. გაყალბდა და მორჩა, ეს არის ლაპარაკი. სულ რომ არ ყოფილიყო პროკურატურის გამოძიება, ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არაფერი, არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მით უმეტეს ტოტალურად გაყალბებული. ეუთო/ოდირის დასკვნაც ამაზე მეტყველებს და გაყალბების მთავარი სიმბოლო, შავი წერტილი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან მოიხსნა და ასეთი აბრევიატურა აღარსად აღარ ჩანს”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები