რეალურად, ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია იძულებულია ისაუბროს ტყუილებით საზოგადოების წინაშე.
„სხვა არაფერი აქვთ დარჩენილი, შესაბამისად, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე. მათ ყოველთვის ახასიათებდათ ასეთი საუბარი, შესაბამისად, ახალი ბუნებრივია არაფერია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.