თამარ ტალიაშვილი: ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “იმედის” ეთერში შეაფასა.
„ცესკოს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ძალიან აქტიურად მუშაობს ევროპის საბჭო, მათ შორის უნარების განვითარებასა და სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ამ დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ცესკოს წინაშე მდგარი ამოცანები იყო შესრულებული ეფექტიანად და პროცესიც იყო გამჭვირვალე“, – განაცხადა ტალიაშვილმა.