ნინო წილოსანი: ოპოზიცია ალენ ბერსეს ვიზიტით და მისი განცხადებებით იმედგაცრუებული დარჩა
“რადიკალური ოპოზიციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღები ევროპელი ლიდერების განცხადებები, თუ ისინი მათ პოლიტიკურ განცხადებებს შეესაბამება, ალენ ბერსეს ვიზიტმა ისინი იმედგაცრუებულები დატოვა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხად.
„ის მდაბიო კომენტარები, რომელსაც ვისმენდით, რომელიც არც პოლიტკორექტულობაში, არც ნორმალური ეთიკის ნორმებში ან რაიმე სტანდარტში არ ჯდებოდა თავისთავად გამოხატავდა იმას თუ, როგორი იმედგაცრუებულები დარჩნენ ალენ ბერსეს ვიზიტით და იმ განცხადებებით, რომლებიც მან გააკეთა. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი სტანდარტი, მათ შორის არ არსებობს არც ევროპა და არც ევროპული ინსტიტუციები, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მათთვის მისაღები ევროპელი ლიდერების და მათ შორის ინსტიტუციების უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებები, თუ ეს განცხადებები შეესაბამება მათ პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა წილოსანმა.