“საქართველოს პრეზიდენტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს როგორც ბავშვთა უფლებები, ასევე, სასკოლო საზოგადოების აპოლიტიკურობის და ნეიტრალურობის მნიშვნელობა” – განათლების მინისტრი

“სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, ძალიან დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს როგორც ბავშვთა უფლებები, ასევე სასკოლო საზოგადოების აპოლიტიკურობის და ზოგადად, ნეიტრალურობის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომელიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს. ეს იქნება ისტორიულად დამაზიანებელი, გამოუსწორებელი, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოვახერხოთ, თავიდან ავირიდოთ ბავშვების პოლიტიზება. ბავშვების ჩართვა იმ პროცესებში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებში არ არის.

ყველა მშობლის, ყველა მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების ვალდებულებაა, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ერთ-ერთი აქედან სწორედ არის განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რაც ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მშობელს, როგორც არ უნდა აფასებდეს ადამიანი დღევანდელ მოვლენებს, არაფრით არ უნდა იყოს დაშვებული ბავშვების პოლიტიზება, მათი წახალისება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები