ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა

ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა პროგრამის პროექტი განიხილეს საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ცნობილი მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ეწვევიან.
დაგეგმილია სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება კულტურული ღონისძიებები და საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი. ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები 20 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებთან ერთად დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს გახსნის, ასევე გაიმართება ებრაულ ენაზე ნათარგმნი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია. ღონისძიებიების პროგრამით გათვალისწინებულია, როგორც კლასიკური მუსიკის კონცერტი, ისე საზეიმო კონცერტი ქართველი შემსრულებლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს თბილისი 20-22 ოქტომბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები