ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდას ვარაუდობს

მაქვს საფუძველი, ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი იმისთვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ალასანიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით იგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილს არაერთხელ შეხვდა.
როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს, ყველა სფერო პრიორიტეტულია, თუმცა მათი განვითარებისთვის აუცილებელი სტაბილურობა და უსაფრთხოება, შესაბამისად – საჭიროა თავდაცვითი სფეროს გაძლიერება.
„აუცილებლია, რომ მეტი ჩადოს საკუთარი ქვეყნის თავდაცვაში ჩვენმა ქვეყანამ. ეს ჩვენი გასაკეთებელია და ამაზე მქონდა ძალიან შინაარსიანი, საფუძვლიანი საუბარი, არა მარტო ფინანსთა სამინისტროსთან, არამედ მთავრობამაც განვიხილეთ ეს საკითხი. კონკრეტულად ამ თემაზე მქონდა არაერთი შეხვედრა პრემიერ-მინისრთან. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი გაგრძელდება პარლამენტში გადაგზავნის შემდეგაც და მე მაქვს საფუძველი ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი იმისთვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დამატება გახდება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ყველა სფერო არის ერთნაირად პრიორიტეტული. არ არსებობს სფერო, რომელზეც ჩვენ ვიტყვით, რომ ნაკლებ პრიორიტეტულია, მაგრამ ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა დანარჩენი სფერო განვითარდეს, გვჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს ურთიერთგაგება გვაქვს მთავრობის სხვა წევრებთანაც, ფინანსთა სამინისტროსთანაც და ვვარაუდობ, რომ როდესაც პროცესი დასრულდება, თავდაცვის სამინისტროს ექნება ზრდის ტენდენცია, რამდენით, ამაზე საუბარი ჯერ ძნელია“ , – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ბიუჯეტირების საკითხზე ლიტვის თავდაცვის მინისტრითან შეხვედისასაც ისაუბრეს. ალასანიას განცხადებით, ლიტვა თავდაცვის ბიუჯეტს 20%-ით გაზრდის და ეს ტენდენცია აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში შეინიშნება. „განვიხილეთ ბიუჯეტირება, დაფინანსება და მინდა გითხრათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში არის თავდაცვის ბიუჯეტის ზედის ტენდენცია იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაშიც რეგიონი რუსეთის აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა. თავისი მოსაზრებები ბატონმა მინისტრმაც გამიზიარა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით 20%-იანი ზრდა ექნება ლიტვას, რის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ბიუჯეტი. ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი არგუმენტია“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები