გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის

მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატივს სცემს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატივს სცემს. მიხეილ ყაველაშვილი ქართული იდენტობისა და პრინციპულობის სიმბოლოა. ქართველმა ხალხმა ნახა, რომ ის უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის. ის იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წინა ორი პრეზიდენტის მიერ გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები