ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

დღეს გამთენიას, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტის სიახლოვეს, სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

არსებული ცნობით, მომხდარის შედეგად შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმფრინავი კომპანია DHL-ს ეკუთვნოდა და ის გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან აფრინდა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი პილოტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები