ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით
“უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება.
მისივე თქმით, საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს.
„24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარში გაიმართება, რომელსაც ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში. ოპოზიცია იმდენად განადგურებულია და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არა თუ მხარს უჭერს, არამედ მოქალაქეებს მათ მიმართ უკიდურესად ნეგატიური განწყობა აქვთ. უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით. ყველასთვის ცხადია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ახალი ლიდერის, მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და მდიდარ ენჯეოებს შორის“, – წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.