შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ღალატისთვის, სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან სირბილი ვერ უშველით
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ღალატისთვის.
მისივე თქმით, ოპოზიციას სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან სირბილი ვერ უშველის.
„ეს არის გაკოტრებული ხალხი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოისმინა ხალხის განაჩენი. ახლა ცდილობენ, რაღაცნაირად თავი დაიმშვიდონ. სინამდვილეში, მათ ხალხმა უთხრა, რომ უსამშობლო ადამიანების გაერთიანება არიან, საკუთარი კუთხე მიუჩინა პოლიტიკურ ლანდშაფტში. ხალხმა უთხრა, რომ კატასტროფული დამარცხების შემდეგ, რომელიც იწვნიეს არჩევნებში, რასაც შეიძლება აკეთებდნენ, არის ის, რომ ინანიებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის, საქართველოს ისტორიის მიმართ. მათ ვერ უშველის ოფისიდან ოფისში სირბილი სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ ქართველ ხალხთან აქვთ ურთიერთობა და ქართველმა ხალხმა გასცა საკადრისი პასუხი იმ ღალატისთვის, რომელსაც ჩადიოდნენ. ასე რომ, მიიღონ ეს, როგორც განაჩენი, დაფიქრდნენ იმაზე, რა დაუშავეს თავის ქვეყანას და, სულ მცირე, იქნებ ისეთივე მავნე ნაბიჯები აღარ გადადგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.