ვახტანგ ჩოჩია: ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართლის ნომერ პირველი პრინციპია
“ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართლის ნომერ პირველი პრინციპია”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები ევროპულ ღირებულებებს ასახავს.
“ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართლის ნომერ პირველი პრინციპია. რაც შეეხება ორი კანონის უკან გაწვევას, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვასა და გამჭვირვალობას ეხება – ისინი სრულად ასახავენ იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც ევროპის კავშირი დგას. ძალიან დამაზიანებელია ის ნარატივი, რომელიც გულისხმობს ტოლობის დასმას ლგბტ პროპაგანდასა და ევროკავშირს შორის”, – აღნიშნავს ვახტანგ ჩოჩია.