არჩილ გორდულაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” აბრალებდნენ პირადი მონაცემების გამოყენებას, პასპორტებისა თუ პირადობების ჩამორთმევას, თურმე თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე, გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მხოლოდ ფაქტებისა და მტკიცებულების საფუძველზე აკეთებს განცხადებებს.
“არავითარი საფუძველი არ ჰქონიათ, არავითარი მტკიცებულება არ უთქვამთ. “ქართული ოცნების” გუნდი, მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას. შიდა მოკვლევას ვაწარმოებთ და შესაბამისი ფაქტების დადასტურების შემდეგ, დამატებით მივმართავთ პროკურატურას. ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” აბრალებდნენ პირადი მონაცემების გამოყენებას, პასპორტებისა თუ პირადობების ჩამორთმევას, თურმე თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.