ნათია იოსელიანი: ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციაა

საარჩევნო ოლქში მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან,- ასე უპასუხა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების პროტესტს, ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. 

იოსელიანის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ხელოვნურად შეიქმნა აჟიოტაჟი.

„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა წერე არის შემდეგი: აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები და ასევე სუბიექტის წარმომადგენლები. შესაბამისად ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა  ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც ოქმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები