ლევან მაჭავარიანი – ევროპელი ლიდერების განცხადებებზე: საინტერესოა, ეს ლიდერები ბატონ ტრამპსაც იმავეს მოუწოდებენ თუ არა, რასაც ჩვენ გვკარნახობენ

ძალიან უცნაურია როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის, ტოლობას სვამენ ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ევროკომისრისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმს, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონები, რის შემდეგაც გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი.

„დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირებაა, რომ აკრძალავს ისეთი ლგბტ პროპაგანდის ისეთ თემებს, რომელიც ჩვენს კანონშია ასახული. ძალიან საინტერესოა, ეს ლიდერები ბატონ ტრამპსაც იმავეს მოუწოდებენ თუ არა, რასაც ჩვენ გვკარნახობენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები