სოზარ სუბარი – ევროპელი ლიდერების განცხადებებზე: ეს არის უსამართლობისა და ორმაგი სტანდარტის პიკი, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით ვაჭრობას
ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით, ქართული სარწმუნოებით, ტრადიციებით ვაჭრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი გამოეხმაურა ევროკომისრისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონები, რის შემდეგაც გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი.
დეპუტატის შეფასებით, მსგავსი განცხადებები უსამართლობა და ორმაგი სტანდარტებია.
„ეს არის უსამართლობისა და ორმაგი სტანდარტის პიკი. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით, ქართული სარწმუნოებით, ტრადიციებით ვაჭრობას. ჩვენ შევასრულებთ იმ დაკვეთას, რაც ხალხმა მოგვცა“, – განმარტა სოზარ სუბარმა.