ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა
აბუ დაბიში UFC 308-ის ღონისძიების ფარგლებში, ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი – ილია თოფურია ოქტაგონზე ამერიკელ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა.
ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ მეტოქე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის საჩემპიონატო ქამარი დაიცვა.
MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.