Edison Research: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ გამოკითხულთა ხმების 34%-ს აიღებდა, „ნაცმოძრაობა“ – 18%-ს

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 34%;
  • „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ – 18%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 11%;
  • „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 5%;
  • „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“/„ალტ ინფო“ – 3%;
  • სხვა პარტიები – 1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 1-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები