რუსულმა ჯარებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
კიპერის განცხადებით, დაღუპულთა შორის 16 წლის მოზარდია.
კიპერის ინფორმაციით, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სამი – ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. კიდევ ერთი მოქალაქე კი, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, ოდესის ოლქში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.