ტაივანში ტაიფუნ „კრატონის“ შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა,
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უამინდობის შედეგად გამოწვეული ინციდენტების შედეგად ორი ადამიანი დაკარგულია, 100-ზე მეტი კი დაშავებული.
კუნძულის სამხრეთ ნაწილში ტაიფუნმა საათში 160 კილომეტრის სიჩქარის ქარი, ძლიერი წვიმა და რიგ ადგილებში წყალდიდობა გამოიწვია.
სტიქიის გამო გადაიდო 200-ზე მეტი საერთაშორისო ავიარეისი.
ტაიფუნის გამო ქალაქ გაოსიუნში საჯარო დაწესებულებები დაიხურა. სტიქიამ საავტომობილო გზებიც დააზიანა.