შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან – ჯეიმი შაფელბარგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ალექსანდრე დარახველიძემ ჯეიმი შაფელბარგერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელს – ჯეიმი

შაფელბარგერს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები