ანრი ოხანაშვილი: არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ამნისტიის კანონპროექტს

,,ამ ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდაც წავიდა პრეზიდენტი და არაა გამორიცხული, ისიც, რომ ვეტო დაადოს ამნისტიის კანონპროექტს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია.

„ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული ამნისტიის კანონპროექტი, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილიყო კრიმინალის შეკავება და მეორე მხრივ, ის ხალხი ვისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას დროულია, დაბრუნებოდნენ ოჯახებს. თუმცა, ამ ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდაც წავიდა პრეზიდენტი და არაა გამორიცხული, ისიც, რომ ვეტო დაადოს ამ აქტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები