კირცხალია – ბაიდენის მიღებაზე პრემიერის მიწვევის გაუქმებაზე: ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს

“ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ დიახ, ჩვენ ვლობირებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, დიახ, ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში, ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

”ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თქვენს მდაბიო საქციელსაც კარგად ხედავს და დამერწმუნეთ, მათ, ვისაც ლობირებენ ეს ადამიანები, 26-ში საბოლოო და ღირსეულ პასუხს გასცემს ქართველი საზოგადოება. რეალურად, ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ დიახ, ჩვენ ვლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობას”, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ დიახ, ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში. დიახ, ეს ასე არის. ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს. საზოგადოება გადაწყვეტს რა პასუხი გასცეს ამას 26 ოქტომბერს,” – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები