დავით მათიკაშვილი: გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა ქვეყნის რეგიონული როლისა და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ

“გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა ქვეყნის რეგიონული როლისა და ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ერთგვარ პლაცდარმს.

„სხვა უმნიშვნელოვანეს გზავნილებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ეს გახლავთ რეგიონული მასშტაბით სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ზონიდან შესაძლებლობების ზონად გადაქცევის შესახებ, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ერთგვარ პლაცდარმს. ქვეყნის შიდა კუთხით, ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ გაკეთებული გზავნილი, რომელიც ყველა ხიდის აღდგენას და ურთიერთშერიგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. იყო სხვა არაერთი გზავნილი, საქართველოს როლი რეგიონში როგორც მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ქვეყნის, მისი სტრატეგიული დანიშნულება ეკონომიკური კუთხით და ევროპის ენერგომომარაგების თვალსაზრისით. ამასთან, შუა დერეფნის თვალსაზრისით, რომელიც გახლავთ დღესდღეობით მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მარშრუტი აზიიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით; ის როლი რომელსაც ჩვენი ქვეყანა როგორც რეგიონული მოთამაშე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ასრულებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები