პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, შარტავას N45-ის და გოთუას N22-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.

მათივე ცნობით, ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. აკაკი ალადაშვილის თქმით, შარტავას N45-ის მცხოვრებ ბავშვებს ძალიან მალე რეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი ექნებათ. დელეგატმა ასევე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„მოსახლეობას, შევახსენე თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ხმა მივცეთ მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას,“-განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები