“არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და არ ზრუნავს, რომ რიგით მოქალაქეებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს” – პაპუაშვილი
“გასულ კვირას ქართულმა „სამოქალაქო საზოგადოებამ“, ანუ უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დააშინეს და შეავიწროვეს თავიანთივე წევრი – ორგანიზაცია, „სირცხვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, “ამ ორგანიზაციამ მანამდე მზადყოფნა გამოხატა, დაფინანსება, გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, გაესაჯაროებინა”.
“მაგრამ, დაშინების ფართო კამპანიის შედეგად, უკან დაიხია, გადაწყვეტილება შეცვალა და ორგანიზაციის დირექტორიც კი გააგდო. ეს, მართლაც, სამარცხვინო ეპიზოდი ნათლად გვიჩვენებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებში გამეფებულ ჩაკეტილ აზროვნებას, სწორხაზოვნებასა და სიძულვილს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში ფრანკენშტეინის მონსტრი გამოძერწეს, რომელიც, აქამდე, უპირობოდ უტევდა სახელმწიფოს, ახლა კი საკუთარ რიგებში კანიბალიზმს მიჰყო ხელი. ეს გახლავთ ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გაუთვალისწინებელი შედეგი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის. არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ან ადგილობრივ დონორებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამგვარი ქმნილება, დასავლური შეფუთვის ქვეშ, ბოლშევიკური ქცევის ნიშნებს ამჟღავნებს”, – განმარტა შალვა პაპიაშვილმა.