“ერთ დღეში ორგანიზაცია „სირცხვილია“ ზოგმა დატოვა, ზოგი – გაემიჯნა, ვინც დარჩა, ბულინგს ვერ გაუძლო” – გივი მიქანაძე
“ერთ დღეში ორგანიზაცია „სირცხვილია“ ზოგმა დატოვა, ზოგი – გაემიჯნა, ვინც დარჩა, ბულინგს ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება მიიღეს, არ დარეგისტრირდნენ, რაც წარმოაჩენს იმ ჯგუფის რეალურ სახეს, ვისაც გამჭვირვალობა არ აწყობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
“კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა იდეოლოგიას ეწევიან ის ძალები, რომლებიც კონსოლიდირებულად ცდილობენ, საზოგადოება სიცრუეში შეიყვანონ და მათ წინაშე ანგარიშვალდებული არ იყვნენ. „სირცხვილიას“ მიმართ ორკესტრირებული კამპანია იყო, რომელიც საჯაროს მიღმა კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით წარიმართა ამ ორგანიზაციისა და მისი წევრების წინააღმდეგ. ისინი ამ ბულინგის შედეგად აიძულეს, კანონს არ დამორჩილებოდნენ. ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტზე, კანონის პატივისცემასა და მისი უზენაესობის განხორციელებაზე. ეს ორგანიზაცია ერთ დღეში ზოგმა დატოვა, ზოგი გაემიჯნა. ვინც დარჩა, მათ ბულინგს ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება მიიღეს, არ დარეგისტრირდნენ, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ჯგუფის რეალურ სახეს, ვისაც გამჭვირვალობა არ აწყობს“, – აღნიშნა მიქანაძემ.