“დღეს სტად დე ფრანსეზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება და საქართველოს ხუჯვრიანი დროშა ყველაზე მაღლა იფრიალებს” – იონათამიშვილი
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი გიგა ოჩხიკიძის მიერ პარალიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ეხმაურება.
ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს სტად დე ფრანსეზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება და საქართველოს ხუჯვრიანი დროშა ყველაზე მაღლა იფრიალებს!
ეს პირველ რიგში გიგას და მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბის, ჩვენი ექიმების, Georgian Paralympic Committee და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთობლივი მუშაობის შედეგია!
მადლობა, გიგა და გილოცავ, საქართველო!
სულმოუთმენლად ველით დაჯილდოების ცერემონიის დაწყებას”, – წერს იონათამიშვილი.