“ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სჭირდება პირობები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განვითარდეს და ამას დღეს უზრუნველყოფს ხელისუფლება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას დესტაბილიზაცია არ სჭირდება.
„ყველაზე ნაკლებად, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს არის დესტაბილიზაცია, არეულობა, რაღაცის გაფუჭება მარტო იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს გავლენის მოპოვება ქვეყანაში. არადა ეს ყველაზე ნაკლებად უნდა ქართველ ხალხს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.