ზურაბ ქადაგიძე – საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში
ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.