საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა და 887.6 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410.7 ათასი სულით
განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება.
საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 198.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შეადგინა.