“ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია; მათ ნათლად დაინახეს, თუ რა კრახის წინაშე არიან” – ოდიშარია
“ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია. მათ ნათლად დაინახეს, თუ რა კრახის წინაშე არიან. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა გაერთიანდნენ ხელოვნურად, კიდევ უფრო დააკნინეს ისედაც დაკნინებული რეიტინგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
“მათი რადიკალური დღის წესრიგი რაც უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მით უფრო მეტ ხმასა და მომხრეს დაკარგავენ. შესაბამისად, ამ შედეგებით და ჩვენი პროგნოზით, “ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას”, – აღნიშნა დეპუტატმა.