გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკური რეჟიმის ინდექსზე: 2008-2009 წლებში საქართველოში ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ სწორად შეაფასა საქართველო, როგორც ავტოკრატიული ქვეყანა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი კვლევას გამოეხმაურა, სადაც საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა.

„უკრაინაში ომიდან გამომდინარე და არასწორ მიმართებაში, რაც ჰქონდა უკრაინას საქართველოს მიმართ, კვლევაში შეფასდა ავტოკრატიად. სხვათა შორის, 2008-2009 წლებში საქართველოში ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ სწორად შეაფასა საქართველო, როგორც ავტოკრატიული ქვეყანა. სიმბოლურია, რომ როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ომის მთავრობა და ომის მთავრობა არის სააკაშვილის მთავრობა და ის უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს დაადასტურა ზუსტად ამ კვლევებმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები