“არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთის მოქალაქეა, აფინანსებს სხვადასხვა ტელეარხს და ა.შ. ამ ადამიანების მიმართ ამ ხალხს პრეტენზია არ უჩნდება” – ოდიშარია
“რაებს იგონებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რაღაც კუთხით, თურმე, ჩართულია ქოლ-ცენტრებში და აქედან ფინანსდება. აღარ არსებობს ამაზე მეტი უსამართლობა და ამაზე დიდი სიცრუე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თავად აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს რუსეთში ქონება და სარგებელსაც იღებენ.
“არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთის მოქალაქეა, აფინანსებს სხვადასხვა ტელეარხს და ა.შ. ამ ადამიანების მიმართ ამ ხალხს პრეტენზია არ უჩნდება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც არაფერი საჭიროება არ აქვს, რომ დღეს, გუშინ ან ამ დღეებში რაიმე ქონება შეიძინო მით უმეტეს რუსეთში. ამ ადამიანს აბრალებენ, ყოველგვარ ბინძურ ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ რამენაირად დააზიანონ. არ ზიანდება ეს ადამიანი! იცის საზოგადოებამ რა ამაგი და განზრახვა აქვს მას”, – განმარტა ოდიშარიამ.